თავში

220 მილიონიან ჯეკპოტს მფლობელი გამოუჩნდა

220 მილიონიან ჯეკპოტს მფლობელი გამოუჩნდა
220 მილიონიან ჯეკპოტს მფლობელი გამოუჩნდა

EuroMillions-ის გათამაშების რეკორდული ჯეკპოტის მფლობელი საფრანგეთის პოლინეზიის მცხოვრები გახდა. 

საფრანგეთში "ევრომილიონის" ლატარეაში რეკორდული ჯეკპოტის - 220 მილიონი ევროს გათამაშების შესახებ ორი კვირის წინ გახდა ცნობილი, თუმცა გამარჯვებულის ვინაობა უცნობი იყო.

მომგებიანი ციფრების კომბინაცია ასეთია: 21, 26, 31, 34, 49 და ვარსკვლავის ნომრები 2 და 5.

იღბლიანი მოთამაშის სახელი და გვარი არ გაჟღერებულა, თუმცა მან განაცხადა, რომ მამამისი რეგულარულად ყიდულობდა ლატარიის ბილეთს, თავად კი ამისათვის შესაბამის მომენტს ელოდა. 

გამარჯვებულმა ისიც აღიარა, რომ ჯეკპოტის მიღებამდე გადამალული ბილეთის ადგილსამყოფელი ძლივს გაიხსენა, რადგან უსაფრთხოების მიზნით, იღბლიანი ციფრების კომბინაციის მქონე ბილეთი რამდენჯერმე გადამალა. 

საგულისხმოა, რომ აქამდე საფრანგეთში 2011 და 2012 წლებში მოგებულმა ჯეკპოტმა 162 და 170 მილიონი ევრო შეადგინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system