თავში

300 ათასზე მეტ დევნილს საცხოვრებლით სახელმწიფო უზრუნველყოფს - ალიევი

300 ათასზე მეტ დევნილს საცხოვრებლით სახელმწიფო უზრუნველყოფს - ალიევი
300 ათასზე მეტ დევნილს საცხოვრებლით სახელმწიფო უზრუნველყოფს - ალიევი

”როდესაც "დიდი დაბრუნების" პროგრამის განხორციელება დაიწყება, იძულებით გადაადგილებული პირების მშობლიურ მიწებზე დაბრუნების პროცესიც სტარტს აიღებს"- განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა. 

"წინა პლანზე პარტია "ენი აზერბაიჯანის" წევრები და აქტივისტები იქნებიან, რომლებიც ამ პროცესში საკუთარ როლს ითამაშებენ. ეს პროცესი გარკვეულ ხანს გასტანს. ჩვენი დანგრეული ქალაქებისა და სოფლების აღდგენას ერთ დღეში ან ერთ, თუნდაც ორ წელიწადში ვერ შევძლებთ.  ამიტომ, რა თქმა უნდა, თანმიმდევრულობის დაცვა მოგვიწევს.

თანმიმდევრულობასთან დაკავშირებით, პირველ რიგში, უპირატესობა იძულებით გადაადგილებულ პირებს მიენიჭებათ, რომლებიც უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებიან.  300 ათასზე მეტ იძულებით გადაადგილებულ პირს საცხოვრებლით სახელმწიფო უზრუნველყოფს. თუმცა,  დევნილების ნაწილი კვლავ საბავშვო ბაღებში, საერთო საცხოვრებელში და სხვა გამოუსადეგარ შენობებში აგრძელებს ცხოვრებას. სოციალური სამართლიანობის დაცვისთვის პარტია "ენი აზერბაიჯანის"  აქტივისტებმა თავიანთი როლი უნდა შეასრულონ", - განაცხადა ილჰამ ალიევმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system