თავში

5 ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ ევროკავშირის "ყირიმის" სანქციების გაგრძელებას დაუჭირა მხარი

5 ქვეყანამ, მათ შორის ​საქართველომ ევროკავშირის "ყირიმის"
5 ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ ევროკავშირის ყირიმის სანქციების გაგრძელებას დაუჭირა მხარი

5 ქვეყანა - საქართველო, ალბანეთი, მაკედონია, ნორვეგია და უკრაინა ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას შეუერთდა, რომელიც ყირიმისა და სევასტოპოლის რუსეთის მიერ უკანონო ანექსიისთვის ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების გახანგრძლივებას ითვალისწინებს. ინფორმაცია ევროკავშირის საბჭოს ვებ-გვერდზეა აღნიშნულია.

სანცქციები 2022 წლის 23 ივნისამდე გახანგრძლივდა.

სანქციები ევროკავშირში ყირიმიდან ან სევასტოპოლიდან წარმოებული პროდუქციის მიზნობრივ იმპორტზე, ასევე ინფრასტრუქტურულ ან ფინანსურ ინვესტიციებზე და ყირიმსა ან სევასტოპოლში ტურისტულ მომსახურებაზე ვრცელდება.

სანქციები პირველად 2014 წლის ივნისში, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის შელახვისა და ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობის საპასუხოდ დაწესდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system