თავში

54 ადამიანი დაშავდა ლიბანში დემონსტრანტებისა და პოლიციის შეტაკებისას

​54 ადამიანი დაშავდა ლიბანში დემონსტრანტებისა და პოლიციის შეტაკებისას
54 ადამიანი დაშავდა ლიბანში დემონსტრანტებისა და პოლიციის შეტაკებისას

საპროტესტო აქცია ლიბანში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებით დასრულდა. შედეგად, 54 ადამიანი დაშავდა.

სამართალდამცველებმა რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. დემონსტრანტები მათ ქვებსა და კუსტარულად დამზადებულ ასაფეთქებლებს ესროდნენ. საპროტესტო აქციის მონაწილეები მყარი ბარიერის გარღვევას ცდილობდნენ, რომლის მიღმაც საპარლამენტო და სამთავრობო შენობები იყო.

ლიბანის სამოქალაქო დაცვის სამსახურისა და „წითელი ჯვრის“ მონაცემებით, 46 ადამიანს დასჭირდა სამკურნალოდ კლინიკაში გადაყვანა.

საპროტესტო აქციები ქვეყანაში ორი თვის წინ დაიწყო. მოქალაქეები მთავრობაში არსებულ კორუფციასა და ეკონომიკურ კრიზისს აპროტესტებენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system