თავში

8 უარყოფითი ტესტის შემდეგ, ჩინელს კორონავირუსი დაუდასტურდა

​8 უარყოფითი ტესტის შემდეგ, ჩინელს კორონავირუსი დაუდასტურდა
8 უარყოფითი ტესტის შემდეგ, ჩინელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ჩინეთში ქალბატონს ახალო ტიპის კორონავირუსი მას შემდეგ დაუდასტურდა, რაც შესაბამისმა 8 ტესტმა უარყოფითი შედეგი აჩვენა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

56 წლის ქალი ქალაქ ჩუნცინის ერთ-ერთ სასტუმროში ჭურჭლის მრეცხავად მუშაობს. ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა, რიც შემდეგ ქალბატონი შემოწმებაზე გააგზავნეს. 2 იანვარს ის კარანტინში მოათავსეს. 7-23 თებერვალს მას ანალიზი 8-ჯერ ჩაუტარეს. ყველა უარყოფითი იყო.

ორშაბათს კი მას კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს, რომელიც ლაბორატორიული შემოწმებასა და კლინიკური სიმპტომებს ეყრდნობა.

ჩინეთში ბოლო ერთ დღე-ღამეში გამოვლინდა ახალი ტიპის კორონავირუსით დაავადების 508 ახალი შემთხვევა და დაინფიცირებულთა რიცხვმა 77 658-ს მიაღწია. ერთ დღე-ღამეში გარდაიცვალა 71 ადამიანი, მთლიანობაში კი, კორონავირუსით ჩინეთში 2663 ადამიანი დაიღუპა. გამოჯანმრთელდა და საავადმყოფო დატოვა 27200 პაციენტმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system