თავში

აღიარა თუ არა ჩინეთმა, რომ ჩინური ვაქცინა ნაკლებად ეფექტურია?

აღიარა თუ არა ჩინეთმა, რომ ჩინური ვაქცინა ნაკლებად ეფექტურია?
აღიარა თუ არა ჩინეთმა, რომ ჩინური ვაქცინა ნაკლებად ეფექტურია?

ჩინეთის ჯანდაცვისა და დაავადებების პრევენციის ოფიციალურმა პირმა გაო ფუმ განაცხადა, რომ ჩინური ვაქცინის ეფექტურობა არც ისე მაღალია, ამ პრობლემის მოგვარებისთვის მან რამდენიმე გზა დაასახელა. მისი თქმით, დოზების გაზრდა, ჩინური ვაქცინის სხვა ვაქცინებთან გადარევა და აცრებს შორის ინტერვალის შემცირება, შესაძლოა ეფექტურობის გაზრდისთვის კარგი გამოსავალი იყოს. 

ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს.

გაოს ეს აღიარება ჩინეთის ოფიციალური წარმომადგენლებიდან პირველია, თუმცა ჩინური ვაქცინის ნაკლებ ეფექტურობასთან დაკავშირებით დასავლეთის ქვეყნები ისედაც თანხმდებოდა. მაგალითად, ბრაზილიაში ჩატარებული კლინიკური კვლევების მიხედვით, Sinovac-ის წარმოებული ვაქცინის ეფექტურობა 50,4% იყო, მაშინ როდესაც Pfizer-BioNTech-ისა და Moderna-ს ვაქცინები 97% და 94%-იანი ეფექტურობით გამოირჩევიან. რაც შეეხება Sinopharm-ის ვაქცინას, ჩინური კომპანია აცხადებს, რომ მათი ვაქცინები ადამიანებს 79,4% და 72,5%-ით დაიცავს. 

იმის გამო, რომ გაოს კომენტარებმა სოციალურ მედიაში დიდი ყურადღება დაიმსახურა და მისი სიტყვები არაერთმა მედია საშუალებამ გაავრცელა მსოფლიოს მასშტაბით, ჩინელმა ცენზორებმა მალევე გააფართოეს დისკუსიები და გამოაქვეყნეს ინტერვიუ გაოსთან, სადაც ის უკვე ამბობს, რომ მისი სიტყვები არასწორად გაიგეს. 

მსოფლიოში ყველა ვაქცინის დაცვის მაჩვენებლები ზოგჯერ მაღალია და ზოგჯერ დაბალი. როგორ უნდა გავაუმჯობესოთ მათი ეფექტურობა, ეს არის საკითხი, რომელიც უნდა განიხილონ მეცნიერებმა”, - ამბობს გაომ.

ამგვარად, ჩინეთის ოფიციალური პოზიცია, იმის შესახებ რომ მათ მიერ შემუშავებული ვაქცინები არის ეფექტური და უსაფრთხო, არ იცვლება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system