თავში

აკრძალავს თუ არა ტრამპი TikTok-ს საბოლოოდ?

​აკრძალავს თუ არა ტრამპი TikTok-ს საბოლოოდ?
აკრძალავს თუ არა ტრამპი TikTok-ს საბოლოოდ?

კომპანია Microsof-ისა და TikTok-ის წარმომადგენლები აშშ-ის თეთრის სახლის ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ. მობილური აპლიკაცია TikTok-ის საკითხი პრეზიდენტმა ტრამპმა საბოლოოდ დღეს ან ხვალ უნდა გადაწყვიტოს.

Microsof-ი მოკლე ვიდეოების შექმნისა და ნახვის, TikTok-ის მობილური აპლიკაციის სერვისის შეძენის საკითხს განიხილავდა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. კომპანიაში აცხადებენ, რომ მიუხედავად იმისა, როგორი იქნება ტრამპის გადაწყვეტილება, მათ შესაძლოა TikTok-ის შეძენაზე უარი განაცხადონ.

TikTok-ის შემქმნელები იმედოვნებენ, Microsof-ის უარის შემთხვევაში, აშშ-ში აპლიკაციის შეძენის სხვა მსურველები გამოჩნდებიან.

TikTok-ის შესაძლო აკრძალვის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მდივნის სტივენ მნუჩინის თქმით, TikTok-ს უცხოური ინვესტიციების კომიტეტი სწავლობს, რომელიც ეროვნული უსაფრთხოებისთვის პოტენციურ რისკებს აფასებს.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ ჩინეთი სოციალურ პლატფორმა TikTok-ს ამერიკელებზე ჯაშუშობისთვის იყენებს.

TikTok-ის შემქმნელები ჩინეთის ხელისუფლებასთან რაიმე კავშირს უარყოფენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system