თავში

ალბანეთში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა

​ალბანეთში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
ალბანეთში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა

ალბანეთში კიდევ ერთი, 5.5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ Еuronews ავრცელებს.

წინასწარი მონაცემებით, ეპიცენტრი მამურასიდან 19 კმ-ში მდებარეობდა. ეს ქალაქი დურესთან ახლოს მდებარეობს, რომელიც წინა მიწისძვრის დროს ყველაზე მეტად დაზარალდა.

ალბანეთში, დედაქალაქ ტირანადან ჩრდილო-დასავლეთით, 30 კილომეტრში, 6.4 მაგნიტუდის მიწისძვრა 26 ნოემბერს, გამთენიისას, 3.45-ზე მოხდა.

მიწისქვეშა ბიძგები დედამიწის ზედაპირიდან 10 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა. ძლიერი რყევები ალბანეთის მთელ სანაპიროზე იგრძნობოდა.

მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა. მაშველები ნანგრევებში გადარჩენილი ადამიანების და ცხედრების ამოყვანას აგრძელებენ. მათ 45 ადამიანის გადარჩენა მოახერხეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system