თავში

ალბანეთში მიწისძვრისას დაღუპულთა რიცხვი 39-მდე გაიზარდა

ალბანეთში მიწისძვრისას დაღუპულთა რიცხვი 39-მდე გაიზარდა
ალბანეთში მიწისძვრისას დაღუპულთა რიცხვი 39-მდე გაიზარდა

ალბანეთში მიწისძვრისას დაღუპულთა რიცხვი 39-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ედი რამამ განაცხადა.

მაშველები ნანგრევებში გადარჩენილი ადამიანების და ცხედრების ამოყვანას აგრძელებენ. მათ 45 ადამიანის გადარჩენა მოახერხეს.

წინასწარი მონაცემებით, 10-25 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

სტიქიით დაზარალებულთა რაოდენობა 650 აღწევს. აქედან 8 ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულია.

27 ნოემბერი ალბანეთში გლოვის დღედ გამოცხადდა.

ალბანეთში, დედაქალაქ ტირანადან ჩრდილო-დასავლეთით, 30 კილომეტრში, 6.4 მაგნიტუდის მიწისძვრა 26 ნოემბერს, გამთენიისას, 3.45-ზე მოხდა.

მიწისქვეშა ბიძგები დედამიწის ზედაპირიდან 10 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა. ძლიერი რყევები ალბანეთის მთელ სანაპიროზე იგრძნობოდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system