თავში

ალექსეი ნავალნის პირობითი სასჯელი რეალურით შეუცვალეს

ალექსეი ნავალნის პირობითი სასჯელი რეალურით შეუცვალეს
ალექსეი ნავალნის პირობითი სასჯელი რეალურით შეუცვალეს

მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ალექსეი ნავალნის  პირობითი სასჯელი რეალურით შეუცვალა. რუს ოპოზიციონერს საერთო რეჟიმის კოლონიაში 3.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ნატალია რეპნიკოვამ მიიღო.

მოსამართლემ ნავალნის "ივ როშეს" გამოძიების დროს შინაპატიმრობაში გატარებული ერთი წელი ვადაში ჩაუთვალა.

კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების მიუხედავად, სასამართლო სხდომაზე პრესა დაუშვეს. ჟურნალისტებისა და რუსი ოპოზიციონერის, იულია ნავალნის გარდა სასამართლო სხდომას 20-მდე ევროპული სახელმწიფოს დიპლომატები ესწრებოდნენ.

ალექსეი ნავალნი სასამართლო პროცესში პირადად იღებდა მონაწილეობას და არა ვიდეოჩართვით, როგორც გასულ კვირას.

მოსკოვის საქალაქო სასამართლოს პირობითი სასჯელის რეალურით შეცვლის მოთხოვნით რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა ჯერ კიდევ ნავალნის გერმანიიდან დაბრუნებამდე მიმართა.

2014 წლის ბოლოს რუსეთის სასამართლომ ძმები ალექსეი და ოლეგ ნავალნები "ივ როშეს საქმეზე“ თაღლითობაში დამნაშავედ ცნო. ოლეგ ნავალნის 3,5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს, ალექსეი ნავალნის კი - პირობითი სასჯელი. რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა სასამართლოს მიმართა, რადგან, უწყების განცხადებით გერმანიის კლინიკიდან გამოწერის შემდეგ ნავალნიმ რუსეთის ინსპექციაში არ გამოცხადდა.

18 იანვარს ხიმკის სასამართლომ რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის 30 დღით დაპატიმრების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება.

რუსეთის სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა გერმანიიდან დაბრუნებული ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 17 იანვარს, ღამით "შერემეტიევოს" აეროპორტში, საპასპორტო კონტროლზე, პირობითი სასჯელის დარღვევის მიზეზით დააკავეს.

დასავლეთი ნავალნის დაკავებას გმობს და მის გათავისუფლებას ითხოვს.

მიმდინარე წლის აგვისტოში, მოსკოვში მიმავალი რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი თვითმფრინავში ცუდად გახდა და ავიალაინერის სასწრაფოდ დაშვება გახდა საჭირო. ნავალნი ომსკის საავადმყოფოში ტოქსიკოლოგიურ განყოფილებაში მოათავსეს, საიდანაც სამკურნალოდ ბერლინის საავადმყოფოში გადაიყვანეს. გერმანიაში ჩატარებულმა სამედიცინო კვლევამ დაადგინა, რომ რუსი ოპოზიციონერი ნერვული აგენტით, "ნოვიჩოკით" იყო მოწამლული და ფაქტი კრემლის მხრიდან ოპოზიციონერის მკვლელობის მცდელობად შეფასდა. რუსეთის ხელისუფლება ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ იციდენტთან კავშირი არა აქვს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system