თავში

ალექსეი ნავალნის სახლი და ანგარიშები დააყადაღეს

ალექსეი ნავალნის სახლი და ანგარიშები დააყადაღეს
ალექსეი ნავალნის სახლი და ანგარიშები დააყადაღეს

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის საბანკო ანგარიშები და ბინა დააყადაღეს.  ინფორმაცია ნავალნის პრესსპიკერმა კირა იარმიშმა გაავრცელა.

მისი თქმით, მომხდარი ერთ-ერთი კომპანიის საჩივარს უკავშირდება, რომლის საქმიანობასაც რუსი ოპოზიციონერის კორუფციასთან ბრძოლის ფონდი იძიებდა. 

"ეს ნიშნავს, რომ შეუძლებელია ბინის გაყიდვა, გაჩუქება ან დაგირავება,"- აცხადებს კირა იარმიში.

ცნობისთვის, ალექსეი ნავალნი 20 აგვისტოს გახდა შეუძლოდ. ის ჯერ ომსკის, შემდეგ კი, ახლობლების მოთხოვნით, ბერლინის კლინიკაში გადაიყვანეს. მოწამვლისა და რამდენიმე დღიანი კომის შემდეგ, ალექსეი ნავალნის 32 დღიანი მკურნალობა დასჭირდა, ის ბერლინის საავადმყოფოდან რამდენიმე დღის წინ გაწერეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system