თავში

ალიევი: რუსეთს შეუძლია დაარწმუნოს სომხეთი, რომ ოკუპაცია უნდა დასრულდეს

ალიევი: რუსეთს შეუძლია დაარწმუნოს სომხეთი, რომ ოკუპაცია უნდა დასრულდეს
ალიევი: რუსეთს შეუძლია დაარწმუნოს სომხეთი, რომ ოკუპაცია უნდა დასრულდეს

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა რუსულ სამაუწყებლო კომპანია RBC-სთან სატელევიზიო ინტერვიუში მთიან ყარაბაღში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. ალიევმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების მიმდინარეობაზეც ისაუბრა და რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე რუსეთისა და თურქეთის გავლენის ხარისხი შეაფასა. 

"ყველაფერი, რაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში სომხეთის მხრიდან ვნახეთ, მიზნად ისახავდა მოლაპარაკებების პროცესის დარღვევას და აზერბაიჯანის დადანაშაულებას. მოდით ვუყუროთ. ჩვენ ერთგულები ვართ ჩვენი განცხადებებისა. აზერბაიჯანი არის ქვეყანა, რომელიც ყოველთვის ასრულებდა თავის ვალდებულებებს... ჩვენი მიზანი უცვლელი რჩება: აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რომელსაც მთელი მსოფლიო საზოგადოება აღიარებს.

რა თქმა უნდა, რუსეთი, როგორც ჩვენი მეზობელი ქვეყანა, როგორც ქვეყანა, რომელსაც აზერბაიჯანთან და სომხეთთან ხანგრძლივი ისტორია აქვს, მიმდინარე პროცესებში განსაკუთრებულ როლს თამაშობს... ამიტომ, რუსეთის შესაძლებლობა გავლენა მოახდინოს კონფლიქტის მოგვარებაზე, ამ ობიექტური მიზეზების გამო, გაცილებით მეტია, ვიდრე ნებისმიერი სხვა ქვეყნის. ჩვენ არაერთხელ მივმართეთ რუსეთის ხელმძღვანელობას, სომხეთზე პოლიტიკური გავლენის ბერკეტების გამოყენების მოთხოვნით, რათა დაარწმუნოს სომხური მხარე, რომ ოკუპაცია უნდა დასრულდეს.

საიდუმლო არავისთვის არის, რომ დღეს სომხეთი 100%-ით რუსეთზეა დამოკიდებული. რუსეთი უზრუნველყოფს სომხეთის უსაფრთხოებას, რუსეთი უზრუნველყოფს უფასო იარაღს. ჩვენ გავანადგურეთ მილიარდობით დოლარის ღირებულების სომხური ტექნიკა. საიდან აქვთ ეს ფული? მათ არ აქვთ. ეს ყველაფერი რუსეთიდან უფასოდ მიეწოდებათ. რუსეთიდან შეღავათიან ფასში მიეწოდებათ ასევე გაზიც. გარკვეულწილად ელექტროენერგიაც. რკინიგზა, კომუნიკაციები, სამხედრო ბაზა,  რუსი მესაზღვრეები იცავენ სომხეთის საზღვარს თურქეთთან და ირანთან. 

რომელ სხვა ქვეყანას აქვს ამდენი გავლენის ბერკეტი სომხეთზე? არც ერთს და შეიძლება, მსოფლიოში არც არსებობს ორი ასეთი ქვეყანა, რომელთაგან ერთი ასეა დამოკიდებული მეორეზე. სწორედ ამიტომ ვთვლი, რუსეთს უამრავი ინსტრუმენტი აქვს იმისთვის, რომ სომხეთი მოკლე დროში დაარწმუნოს, რომ სიტუაციიდან გამოსვლის ერთადერთი გამოსავალი, და არა მხოლოდ სამხედრო დაპირისპირების მხრივ, არამედ ზოგადად სომხეთის მომავლისთვის, აზერბაიჯანთან დავის დასრულებაა. გადაწყვეტის პოვნაა საკმაოდ მარტივია: აზერბაიჯანის ტერიტორიის დატოვება, ჯარების გაყვანა, ჩვენი ხალხის იქ დაბრუნება - და ჩვენ შევეცდებით ისევ გვერდიგვერდ ვიცხოვროთ", - განაცხადა ილჰამ ალიევმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე თურქეთის გავლენის შესახებაც ისაუბრა და მოლაპარაკებებში თურქეთის ჩართვა მოითხოვა. 

"თურქეთი მსოფლიოსა და რეგიონში სტაბილიზაციის როლს ასრულებს. ესკალაციის დროს თურქეთის ხელმძღვანელობის, პირადად პრეზიდენტისა და სხვა ოფიციალური პირების აქტიურმა და მკაფიო პოზიციამ არსებითად შეუშალა ხელი კონფლიქტში მესამე ქვეყნების ჩარევას, ამიტომ ვთვლი, რომ თურქეთის როლი ძალზე პოზიტიურია და მან კიდევ უფრო დიდი როლი უნდა ითამაშოს ჩვენს რეგიონში მიმდინარე მოვლენებში და კონფლიქტის მოგვარებაში", - აცხადებს ალიევი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system