თავში

ანკარა ბაქოს შიდა პასპორტებით მიმოსვლას სთავაზობს

ანკარა ბაქოს შიდა პასპორტებით მიმოსვლას სთავაზობს
ანკარა ბაქოს შიდა პასპორტებით მიმოსვლას სთავაზობს

ანკარა ბაქოს სთავაზობს, რომ ორი ქვეყნის ტურისტებმა თურქეთსა და აზერბაიჯანში შიდა პასპორტებით იმოგზაურონ. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ აზერბაიჯანელ კოლეგასთან, ჯეიჰუნ ბაირამოვთან ანკარაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"ჩვენ აზერბაიჯანთან უკვე მოვაგვარეთ საკითხი ორმხრივი უვიზო მოგზაურობების შესახებ ორი ქვეყნის ტურისტებისთვის 90-დღიანი ვადით. თუმცა ეს საკმარისი არ არის. საჭიროა აზერბაიჯანისა და თურქეთის მოქალაქეებისთვის ორმხრივი ვიზიტების ორგანიზება შიდა პასპორტებით", - განაცხადა ჩავუშოღლუმ.

მისი თქმით, ეს უკვე განხორციელდა საქართველოსა და უკრაინასთან.

"იმის გათვალისწინებით, რომ ახალი ტიპის პირადობის მოწმობაში ყველა აუცილებელი ინფორმაციაა, ჩვენ შიდა პასპორტებით გადაადგილების ინიციატივით გამოვედით და ამას განვახორციელებთ", - განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system