თავში

არავაქცინირებული პირები საავადმყოფოში 29-ჯერ უფრო ხშირად ხვდებიან - კვლევა აშშ-ში

​არავაქცინირებული პირები საავადმყოფოში 29-ჯერ უფრო
არავაქცინირებული პირები საავადმყოფოში 29-ჯერ უფრო ხშირად ხვდებიან - კვლევა აშშ-ში

ამერიკული კვლევების თანახმად, არავაქცინირებული ადამიანები COVID-19-ით საავადმყოფოში დაახლოებით 29-ჯერ უფრო ხშირად ხვდებიან. ინფორმაციას ამის შესახებ CNBC აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს.

კვლევამ ასევე დაადგინა, რომ აუცრელი ადამიანები კორონავირუსით ხუთჯერ უფრო ხშირად ინფიცირდებიან, ვიდრე ვაქცინირებულები. შედეგები ემყარება კვლევას, რომელი ლოს-ანჯელესის ოლქში 1 მაისიდან 25 ივლისის ჩათვლით ჩატარდა.

გამოქვეყნებული მონაცემები მიუთითებს, რომ "დელტა" შტამის გავრცელების ფონზე, ვაქცინები COVID-19-ის მძიმე ფორმით მიმდინარეობისგან იცავენ.

CDC–ის მონაცემებით, კორონავირუსზე ამ დროისთვის აშშ-ის მთელი მოსახლეობის 51.5% სრულად არის აცრილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system