თავში

არქეოლოგები ამტკიცებენ, რომ თურქეთში ტროას ცხენის ნაწილები იპოვეს

​არქეოლოგები ამტკიცებენ, რომ თურქეთში ტროას ცხენის ნაწილები იპოვეს
არქეოლოგები ამტკიცებენ, რომ თურქეთში ტროას ცხენის ნაწილები იპოვეს

თურქი არქეოლოგები ამტკიცებენ, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე ტროას ცხენის ფრაგმენტები აღმოაჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ Greek Repoter ავრცელებს.

გათხრების შედეგად ნაპოვნია ათობით ნაძვის დაფა და 15 მეტრამდე სიგრძის სვეტები. ნაწილები უცნაურ ფორმად იყო შეკრებილი, რის გამოც ექსპერტებს გაუჩნდა ეჭვი, რომ ისინი ტროას ცხენს ეკუთვნოდა.

ხის კონსტრუქცია უძველესი ქალაქ ტროას კედლებში მდებარეობდა. არქეოლოგების თქმით, რომ ნაპოვნი ფრაგმენტები
ვირგილიუსის, ავგუსტუსისა და კვინტუს სმირნეუსის აღწერებს შეესაბამება.

კიდევ ერთი აღმოჩენა, რომელიც არქეოლოგთა განცხადებებს ადასტურებს, არის ბრინჯაოს დაზიანებული ფირფიტა წარწერით: "სახლში დაბრუნებისთანავე ბერძნები ამ შესაძირს ათენას სწირავენ". კვინტუს სმირნეუსი ეყრნობა ამ ფირფიტას თავის ეპიკურ პოემაში "პოსტ-ჰომერიკა".

"ნახშირბადის დათარიღების ტესტები და სხვა ანალიზი აჩვენებს, რომ ხის ნაწილები და სხვა არტეფაქტები ძვ.წ. XII -XI საუკუნეებით თარიღდება", - ამბობს გათხრების ერთ-ერთი ხელმძღვანელი, პროფესორი მორისი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system