თავში

არქტიკაში ყინული ორჯერ უფრო სწრაფად თხელდება - მეცნიერები

​არქტიკაში ყინული ორჯერ უფრო სწრაფად თხელდება - მეცნიერები
არქტიკაში ყინული ორჯერ უფრო სწრაფად თხელდება - მეცნიერები

ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ არქტიკის სანაპირო რაიონებში ყინული იმაზე ორჯერ უფრო სწრაფად თხელდება, ვიდრე აქამდე ითვლებოდა. ზღვის ყინულის სისქეს წყლის ზედაპირზე ყინულის სიმაღლის მიხედვით ზომავენ. ინფორმაციას ამის შესახებ France 24 ავრცელებს.

კვლევის თანახმად, სანაპირო რაიონებში ყინულის დნობის სიჩქარე 70-დან 100 პროცენტამდე აღემატება მაჩვენებელს, რომელიც მანამდე იყო დადგენილი.

ასეთი დასკვნა მკვლევარებმა მას შემდეგ გააკეთეს, რაც ახალი ტექნოლოგიები და თანამედროვე რუკები გამოიყენეს.

ჯამში ეს შედეგები მეცნიერებს ყინულის სისქის შემცირების საერთო სიჩქარეის, ასევე წლიდან წლამდე მისი ცვალებადობის დადგენის საშუალებას მისცემს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system