თავში

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მარიხუანის ლეგალიზაციას მხარი დაუჭირა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მარიხუანის ლეგალიზაციას მხარი დაუჭირა
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მარიხუანის ლეგალიზაციას მხარი დაუჭირა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ, 4 დეკემბერს, მარიხუანის ლეგალიზაციას მხარი დაუჭირა, თუმცა, ამ დროისათვის, არანაირი პრაქტიკული შედეგები მოსალოდნელი არ არის. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

წარმომადგენელთა პალატამ 228 ხმით 164-ის წინააღმდეგ მიიღო კანონპროექტი, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით მარიხუანის ლეგალიზაციას, მის კანონიერ შენახვას, მიწოდებას, დამზადებას, ვაჭრობასა და შეძენას ისახავს მიზნად. სენატის მხარდაჭერის შემთხვევაში კანაფის მოხმარებასთან დაკავშირებული დანაშაულისთვის ნასამართლევი პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდება. 

კანონპროექტი დასამტკიცებლად სენატს წარედგინება. გამოცემის ცნობით, რესპუბლიკელები, რომლებიც სენატს აკონტროლებენ, კანონპროექტს მხარს არ დაუჭერენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system