თავში

აშშ-ის წინააღმდეგ მიმართული ქმედებები უპასუხოდ არ დარჩება - ბლინკენი

აშშ-ის წინააღმდეგ მიმართული ქმედებები უპასუხოდ არ დარჩება - ბლინკენი
აშშ-ის წინააღმდეგ მიმართული ქმედებები უპასუხოდ არ დარჩება - ბლინკენი

შეერთებულმა შტატებმა სირიაში პროირანული დაჯგუფებების წინააღმდეგ ავიაიერიშით ირანსა და სხვა ქვეყნებს ნათლად მიანიშნა, რომ ამერიკის ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედებები დაუსჯელი არ დარჩება. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა. 

”რაც შეეხება სირიაში განხორციელებულ ავიაიერიშს, ბოლო 10 დღის განმავლობაში ამერიკელ სამხედროებზე რამდენიმე თავდასხმა განხორციელდა, რასაც მსხვერპლიც მოყვა. ვალდებულები ვიყავით, ამ მკაფიო თავდასხმებზე პასუხი გაგვეცა, - აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. 

”ჩვენ ნათლად მივანიშნეთ ირანს, რომ ჩვენი ხალხის, ჩვენი პარტნიორების, ჩვენი ინტერესების წინააღმდეგ დაუსჯელად ვერ იმოქმედებენ. და მე ვფიქრობ და იმედი მაქვს, რომ ამ მესიჯს გაითვალისწინებენ”, - განაცხადა ბლინკენმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system