თავში

აშშ-მ COVID-19-ის სამკურნალო ახალი პრეპარატი დაჩქარებული წესით დაარეგისტრირა

აშშ-მ COVID-19-ის სამკურნალო ახალი პრეპარატი დაჩქარებული წესით დაარეგ
აშშ-მ COVID-19-ის სამკურნალო ახალი პრეპარატი დაჩქარებული წესით დაარეგისტრირა

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატი RegN-COV2, რომელიც კომპანია Regeneron Pharmaceuticals-ის მიერ არის დამზადებული, 21 ნოემბერს, სასწრაფო წესით დაარეგისტრირა.

ამრიგად, პრეპარატს, რომელიც ორი ტიპის მონოკლონური ანტისხეულების "კოქტეილს" წარმოადგენს, შეერთებულ შტატებში 12 წელს მიღწეული პაციენტების სამკურნალოდ გამოიყენებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ პრეპარატი მცირე კლინიკური კვლევების საფუძველზე დაარეგისტრირა, რომელშიც მონაწილეობა 799-მა პაციენტმა მიიღო.

The New York Times-ის თანახმად, აშშ-ის მთავრობამ კომპანია Regeneron-სთვის REGN-COV2-ის განვითარების მიზნით, 500 მილიონი აშშ დოლარი გამოყო.

მწარმოებლები აღნიშნავენ, რომ პრეპარატის გამოყენება ეფექტური სიმპტომების გამოვლენის საწყის ეტაპზეა.

აღსანიშნავია, რომ REGN-COV2-ს აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სამკურნალოდ იყენებდნენ, რომელიც კორონავირუსით ოქტომბერში დაინფიცირდა. პოლიტიკოსმა თავად აღნიშნა, რომ პრეპარატის მიღების შემდეგ თავს კარგად გრძნობდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system