თავში

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი აზერბაიჯანსა და სომხეთს მიმართავს

​აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი აზერბაიჯანსა და სომხეთს მიმართავს
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი აზერბაიჯანსა და სომხეთს მიმართავს

ყარაბაღში საომარი მოქმედებების სრული შეწყვეტის შესახებ აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის ლიდერების სამმხრივ განცხადების ხელმოწერის წლისთავთან დაკავშირებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოუწოდა ბაქოსა და ერევანს, გაააქტიურონ კონტაქტები, მათ შორის ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია მეშვეობით, რათა მოგვარდეს კონფლიქტთან დაკავშირებული ყველა დარჩენილი საკითხი.

ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის განცხადებაშია აღნიშნული.

"მოვუწოდებთ სომხეთსა და აზერბაიჯანს, გააგრძელონ და გაააქტიურონ ურთიერთქმედება, მათ შორის ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ეგიდით, რათა იპოვონ ყოვლისმომცველი გადაწყვეტილებები ყველა გადაუჭრელი საკითხისთვის“, - განაცხადა ნედ პრაისმა.

მისი თქმით, აშშ სამხრეთ კავკასიის რეგიონის უსაფრთხო, სტაბილური, აყვავებული და მშვიდობიანი მომავლის ხელშეწყობის ერთგული რჩება.

პრაისმა აღნიშნა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ერიკა ოლსონი ამჟამად რეგიონში იმყოფება „სამივე ქვეყანასთან ორმხრივი საკითხების განსახილველად და რეგიონული თანამშრომლობის შესაძლებლობების შესასწავლად.“

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system