თავში

აშშ, შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში, "თალიბანს" გაანადგურებს

აშშ, შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში, "თალიბანს" გაანადგურებს
აშშ, შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში, თალიბანს გაანადგურებს

შეერთებული შტატები სამხედრო დახმარებას გაუწევს ავღანეთის ხელისუფლებას, თუ "თალიბანის" მოძრაობის წარმომადგენლები სამშვიდობო შეთანხმების პირობებს დაარღვევენ. ამის შესახებ CNN იუწყება.

ჩვენ გარანტიას გაძლევთ, რომ თუ ისინი (თალიბები) სამშვიდობო შეთანხმებას დაარღვევენ, შეერთებულ შტატებს მათ გასანადგურებლად საკმარისი ძალა ექნება. ჩვენ ავღანელების გვერდით ვართ და ყოველთვის გვერდით დავუდგებით”, - განაცხადეს აშშ-ის დელეგაციის წარმომადგენლებმა მიუნხენში გამართულ უსაფრთხოების კონფერენციაზე.

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა, მარკ ესპერმა "თალიბანთან" გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში, მათი მხრიდან ავღანელების მიმართ ძალადობის დასრულების ზუსტი თარიღის დასახელება ვერ შეძლო.

შეგახსენებთ, რომ 13 თებერვალს, ესპერმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა და თალიბებმა მოამზადეს წინადადება, რომელიც შვიდი დღის განმავლობაში ავღანეთში ძალადობის დასრულებას ისახავს მიზნად.

2019 წელს ვაშინგტონმა ორჯერ შეაჩერა თალიბებთან შეთანხმებული მოლაპარაკებები, რისი მიზეზით ორივე შემთხვევაში, მათი მხრიდან ნატო-ს სამხედრო მისიებზე თავდასხმა გახდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system