თავში

აშშ-ში ჩინეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული პირი დააკავეს

აშშ-ში ჩინეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული პირი დააკავეს
აშშ-ში ჩინეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული პირი დააკავეს

სინგაპურის მოქალაქემ აღიარა, რომ აშშ-ში ჩინეთის დაზვერვის უკანონო აგენტად მუშაობდა. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი ავრცელებს.

იუნ უეი იეომ, ასევე ცნობილმა, როგორც დიქსონ ეომ დანაშაული სასამართლო განხილვის დროს აღიარა და დაადასტურა, რომ ჩინეთისთვის საიდუმლო ინფორმაციას აგროვებდა. 

მისი განცხადებით, ჩინეთი ამერიკელების ინფორმაციის მისაღებად კარიერულ ქსელურ საიტებს იყენებს  და ყალბი საკონსულტაციო ფირმის სახელით მოქმედებს.

იუნ უეი იეოს განცხადებით, საიდუმლო ინფორმაციასთან წვდომის მქონე პირებს კლიენტებისთვის ანგარიშების შედგენას ავალებდა.

როგორც ცნობილია, სინგაპურის მოქალაქემ ჩინეთის სადაზვერვო უწყებებთან მუშაობა 2015 წელს დაიწყო. 2018 წელს მან ყალბი საკონსულტაციო ფირმა დააფუძნა. მიღებული რეზიუმეების 90% აშშ-ის სამხედრო და სამთავრობო უწყებების თანამშრომლებს ეკუთვნოდათ.

დაკავებულს 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system