თავში

აშშ-ში დიდთოვლობას 34 ადამიანი ემსხვერპლა

​აშშ-ში დიდთოვლობას 34 ადამიანი ემსხვერპლა
აშშ-ში დიდთოვლობას 34 ადამიანი ემსხვერპლა

აშშ-ს 70 პროცენტი თოვლითაა დაფარული. ყველაზე რთული მდგომარეობა ტეხასის, ლუიზიანისა და კენტუკის შტატებში ფიქსირდება. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო ადგილობრივი მედია ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, დიდთოვლობის შედეგად სულ მცირე 34 ადამიანი დაიღუპა. სტიქიის ზონებში ათასობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ტეხასში, მისისიპიში, ოკლაჰომასა და კენტუკიში უამინდობის გამო ათასობით ავიარეისი გადაიდო.

ყველაზე მეტად ყინვებისგან ტეხასის შტატი დაზარალდა. აქ 20 ადამიანი გარდაიცვალა. ელექტროენერგიის გარეშე 325 ათასზე მეტი ოჯახია დარჩენილი, ასობით ათასს ოჯახს კი წყალი არ მიწოდება. ქალაქ ჰიუსტონში სურსათის მაღაზიებსა და ბენზინგასამართ სადგურებში უზარმაზარი რიგებია.

ამასთან, აშშ-ის 21 ქალაქში რეკორდული ყინვები დაფიქსირდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახური ავრცელებს.

ჯამში რეკორდულად დაბალი ტემპერატურა დაფიქსირდა 11 შტატში - ნებრასკაში, აიოვაში, კანზასში, მისურიში, ოკლაჰომაში, ტეხასში, ტენესიში, არკანზასში, ალაბამაში, მისისიპისა და ლუიზიანაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system