თავში

აშშ-ში "ჰავანას სინდრომით" 130 ადამიანია დაავადებული

აშშ-ში "ჰავანას სინდრომით" 130 ადამიანია დაავადებული
აშშ-ში ჰავანას სინდრომით 130 ადამიანია დაავადებული

აშშ-ში "ჰავანას სინდრომით" დაავადებულთა რაოდენობა 130-ს აჭარბებს. ამის შესახებ გამოცემა The New York Times წერს.

გამოცემის ინფორმაციით, საუბარია თავის ტვინის დაზიანებებზე, რომლებიც დაზვერვის ოფიცრებს, დიპლომატებს, სამხედროებს და აშშ-ის მთავრობის სხვა ოფიციალურ წარმომადგენლებს აღენიშნებათ.  

"ჰავანას სინდრომით" პირველად, 2016 წელს, ჰავანაში აშშ-ის საელჩოს თანამშრომლები დაავადდნენ. ერთი წლის შემდეგ, კუბაში მომუშავე კანადელმა დიპლომატებმაც განაცხადეს მსგავსი სიმპტომების შესახებ. მოგვიანებით, აშშ-ის მთავრობამ აღიარა, რომ მსგავსი შემთხვევები ჩინეთში, უზბეკეთსა და რუსეთშიც ფიქსირდება. კერძოდ, მოსკოვში ვიზიტის დროს, CIA-ს აგენტს, მარკ პოლიმერპულოსს უჩვეულო სიმპტომები გამოუვლინდა. 

The New York Times-ის თანახმად, "ჰავანას სინდრომით", უმეტესად, აშშ-ის სადაზვერვო სამსახურის, სახელმწიფო დეპარტამენტის, თავდაცვის დეპარტამენტისა და სხვა დეპარტამენტების უცხოელი თანამშრომლები არიან დაავადებულნი.

"ჰავანას სინდრომს" ახასიათებს ძლიერი თავის ტკივილი. ამასთან, დაავადებული პირები უჩივიან სმენის დაქვეითებას,  მოულოდნელ თავბრუსხვევას, გულისრევას, კისრის ტკივილის და სხვა.

ვოლტერ რიდის სამხედრო ჰოსპიტალის ექიმებმა, სადაც მრავალი დაზარალებული მკურნალობს, მთავრობის წარმომადგენლები გააფრთხილეს, რომ "ჰავანას სინდრომი" ზოგიერთ პაციენტში სუიციდის სურვილის გამძაფრებას იწვევს.

თავდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენლები, რომლებმა ამ საკითხის შესახებ ინფორმაცია აპრილში, საკანონმდებლო ორგანოს მიაწოდეს, ამტკიცებენ, რომ ამ შეტევების უკან, შესაძლოა, რუსეთი იდგეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system