თავში

აშშ სომხეთსა და აზერბაიჯანს მიმართავს

​აშშ სომხეთსა და აზერბაიჯანს მიმართავს
აშშ სომხეთსა და აზერბაიჯანს მიმართავს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ბლინკენი სომხეთსა და აზერბაიჯანს მოუგვარებელი საკითხების გადასაჭრელად პირდაპირი და კონსტრუქციული ჩართვისკენ მოუწოდებს.

"შეშფოთებული ვართ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საბრძოლო მოქმედებების შესახებ ცნობებით. მოვუწოდებთ ორივე მხარეს, უშუალოდ და კონსტრუქციულად ჩაერთონ ყველა გადაუჭრელი საკითხის, მათ შორის საზღვრის დემარკაციის საკითხის, მოსაგვარებლად", - წერს ენტონი ბლინკენი „ტვიტერზე“.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system