თავში

AstraZeneca-ს "ანტისხეულების კოქტეილი" გართულებების რისკს ანახევრებს

AstraZeneca-ს "ანტისხეულების კოქტეილი" გართულებების რისკს ანახევრებს
AstraZeneca-ს ანტისხეულების კოქტეილი გართულებების რისკს ანახევრებს

შვედურ-ბრიტანულმა კომპანია AstraZeneca-მ განაცხადა, რომ მათ მიერ შექმნილი "ანტისხეულების კოქტეილი" სახელწოდებით AZD7442 კორონავირუსით ინფიცირებულ ადამიანებში გართულებებს მნიშვნელოვნად ამცირებს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters წერს.

”ჩვენს ანტისხეულების კოქტეილს შეუძლია მნიშვნელოვნად შეამციროს დაავადების პროგრესირება და უზრუნველყოს გრძელვადიანი დაცვა 6 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში”, - განაცხადა AstraZeneca-ს მედიკამენტების შემუშავებისა და კვლევის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა, მენე პანგალოსმა.

AstraZeneca-ს მიერ ჩატარებული კვლევით დადგინდა, რომ AZD7442 კოქტეილმა მძიმე ავადმყოფობის ან სიკვდილის რისკი 50%-ით შეამცირა.

კომპანიის განცხადებით, ნ აშშ-ის მარეგულირებელს საგანგებო გამოყენების ავტორიზაციისთვის უკვე მიმართეს. 

ამ ეტაპზე, კომპანია ასევე ამუშავებს "სამედიცინო კოქტეილს", იმ ადამიანების დასაცავად, რომლებსაც არ აქვთ საკმარისად ძლიერი იმუნური პასუხი COVID-19 ვაქცინებზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system