თავში

AstraZeneca-ს წარმომადგენელი განცხადებას ავრცელებს

AstraZeneca-ს წარმომადგენელი განცხადებას ავრცელებს
AstraZeneca-ს წარმომადგენელი განცხადებას ავრცელებს

ოქსფორდის ვაქცინის კვლევითი განყოფილების უფროსმა განაცხადა, რომ ის დარწმუნებულია უსაფრთხოების მონიტორინგის სისტემებში, მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა და ბრიტანულმა მარეგულირებელმა ორგანოებმა მხარი დაუჭირეს AstraZeneca-ს აცრების გაგრძელებას. 

”რაზეც ჩვენ ნამდვილად უნდა გავამახვილოთ ყურადღება არის ის, რომ ხალხი დავამშვიდოთ. პროცესი მუშაობს და უსაფრთხოების მონიტორინგი ხელისუფლებისგან რეალურად ხორციელდება. მართალია, უნდა გავაგრძელოთ მონიტორინგი, მაგრამ საბოლო ჯამში ჩვენ ხომ ვირუსს ვებრძვით და არა ვაქცინას!?", - განაცხადა ოქსფორდის ვაქცინის განყოფილების უფროსმა ენდრიუ პოლარდმა. 

აღსანიშნავია, რომ მარეგულირებლების თქმით, მიუხედავად ინფორმაციისა, რომ  ვაქცნინაციის შემდეგ რამდენიმე ადამიანის ორაგნიზმში განვითარდა თრომბოემბოლია, პროცესი უნდა გაგრძელდეს.  

შეგახსენებთ, რომ ევროპული წამლების მარეგულირებელმა (ЕМА), AstraZeneca-თი ვაქცინირებულებში შესაძლო თრომბოემბოლიური გართულებების შესახებ მონაცემების შეფასების შემდეგ, დაასკვნა, რომ ვაქცინა კორონავირუსის წინააღმდეგ ეფექტური და უსაფრთხოა. ამის შესახებ ამსტერდამში გამართულ პრესკონფერენციაზე ЕМА-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ემერ კუკმა განაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system