თავში

ათასობით ინდოელმა "შავი ობის" ინფექციის გამო თვალი დაკარგა

ათასობით ინდოელმა "შავი ობის" ინფექციის გამო თვალი დაკარგა
ათასობით ინდოელმა შავი ობის ინფექციის გამო თვალი დაკარგა

დასავლეთ ინდოეთში, მუკორმიკოზის, იგივე "შაბი ობის" დაავადების გამო, ათასობით ადამიანმა  ერთი ან ორივე თვალი დაკარგა. ამის შესახებ გამოცემა The Daily Star წერს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამ ინფექციით დაავადებული პაციენტების დაახლოებით 60% ერთ ან ორივე თვალს კარგავს.

ექსპერტების აზრით, "შავი ობის" ფართოდ გავრცელება COVID-19-ით არის განპირობებული. ვინაიდან COVID-19-ის სამკურნალოდ მაცხოვრებლები სტეროიდებს იღებდნენ, რომლებიც იმუნურ სისტემას აქვეითებენ და სოკოებს გზას უხსნან.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ინდოეთში მუკორმიკოზის, სულ მცირე, 7 250 შემთხვევა ფიქსირდება.

ინდოეთის ჯანდაცვის მინისტრმა ლავ აგარვალმა განაცხადა, რომ ინდოეთმა "შავი ობის" ეპიდემია ქვეყნის 29 შტატში უნდა გამოაცხადოს.

მუკორმიკოზის ინფექცია ვითარდება ობის სოკოების სპორების ჩასუნთქვის შედეგად. ეს ინფექცია ყველაზე ხშირად აზიანებს ცხვირს, სინუსებს, თვალებსა და ტვინს – ინფექციის ამ ფორმას უწოდებენ რინოცერებრულ მუკორმიკოზს. ეს მძიმე და პოტენციურად ფატალური ინფექცია ემართებათ ადამიანებს, რომლებსაც დაქვეითებული იმუნიტეტი აქვთ, რაც შეიძლება სხვადასხვა დარღვევით იყოს გამოწვეული.

მუკორმიკოზის სიმპტომებია: ტკივილი, ცხელება და თვალბუდის ინფექცია (ორბიტალური ცელულიტი), რასაც თან ახლავს დაზიანებული თვალის ამობურცვა (ეგზოფთალმი). შეიძლება ცხვირიდან ჩირქოვანი გამონადენი გაჩნდეს. ინფექციის შედეგად შეიძლება დაზიანდეს პირის ღრუს სასა, თვალბუდის გარშემო არსებული სახის ან სინუსების ძვლები, ან ნესტოებს შორის არსებული ძგიდე. ტვინში განვითარებულმა ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს კრუნჩხვები, ნაწილობრივი დამბლა და კომა.

ფილტვების მუკორმიკოზი იწვევს ცხელებას, ხველასა და ზოგჯერ სუნთქვის გაძნელებას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system