თავში

ავღანეთში აფეთქებას 21 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 17 დაშავდა

ავღანეთში აფეთქებას 21 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 17 დაშავდა
ავღანეთში აფეთქებას 21 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 17 დაშავდა

ავღანეთის ცენტრალურ ნაწილში, ღაზნის პროვინციაში მომხდარი აფეთქების შედეგად სულ მცირე  21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 17 დაშავდა. ამის შესახებ ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო Xinhua იუწყება. 

გამოცემის ცნობით, ყველა დაზარალებული და დაშავებული ავღანეთის არმიის წევრია. 

წინასწარი ინფორმაციით, დანაღმული ავტომობილი ავღანეთის შეიარაღებული ძალების ბაზასთან აფეთქდა. აფეთქებას წინ უსწრებდა სროლა.

ამ დროისათვის, მომხდარზე პასუხისმგებლობა რომელიმე ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system