თავში

ავსტრალიაში 30 ეკოაქტივისტი დააკავეს

ავსტრალიაში 30 ეკოაქტივისტი დააკავეს
ავსტრალიაში 30 ეკოაქტივისტი დააკავეს

ავსრალიაში კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებზე მოძრაობა "Extinction Rebellion" 30 აქტივისტი დააკავეს. დემონსტრანტებმა სიდნეიში გზა გადაკეტეს.

ეკოაქტივისტების თქმით, დემონსტრაციები მსოფლიოს 60 ქალაქში იმართება. Extinction Rebellion-ის წევრები ამტკიცებენ, რომ დედამიწა ეკოლოგიური კოლაფსის ზღვარზეა. ისინი პოლიტიკოსებისგან განსაკუთრებული კლიმატური მდგომარეობის გამოცხადებას და 2025 წლისთვის CO2-ის გამონაბოლქვის 0-მდე შემცირებას ითხოვენ.

1000-მდე ადამიანმა ბერლინში "Grosser Stern" გადაკეტა. გარდა ამისა აქტივისტებმა გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის ოფისთან კარვები გაშალეს.

ლონდონის პოლიცია აცხადებს, რომ ეკოლოგიური მოძრაობის "Extinction Rebellion" ("ამბოხება ამოხოცვის წინააღმდეგ") 135 აქტივისტი დააკავა.

Extinction Rebellion-ის" წევრები საპროტესტო აქციას დღეს ამსტერდამშიც მართავენ

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system