თავში

ავსტრალიაში დაღუპულ ამერიკელ მფრინავებს გლოვობენ

​ავსტრალიაში დაღუპულ ამერიკელ მფრინავებს გლოვობენ
ავსტრალიაში დაღუპულ ამერიკელ მფრინავებს გლოვობენ

ავსტრალიელმა მეხანძრეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სამ ამერიკელ მფრინავს, რომლებიც, გუშინ, ხანძართან ბრძოლის დროს დაიღუპნენ. ახალი უელსის შტატში, სახელწიფო დაწესებულებების შენობებზე, გლოვის ნიშნად, დროშები დაბლაა დაშვებული.

ამერიკული C-130 Hercules-ი იმ დროს დაიღუპა, როდესაც ცეცხლმოკიდებულ ტყის მასივზე, ხანძარსაწინააღმდეგო ხსნარის, ანტიპირენის გადმოფრქვევის ოპერაციას ასრულებდა. კატასტროფის გამომწვევი მიზეზები ჯერჯეროობით უცნობია.

ავსტრალიაში ბუნებრივი ხანძრები 2019 წლის სექტემბერში დაიწყო და ხელისუფლება მას ამ დრომდე უშედეგოდ ებრძვის. სტიქიას უკვე შეეწირა 27 ადამიანის სიცოცხლე. განადგურდა მილიონობით ჰექტარი მიწა და 2 000 შენობა-ნაგებობა. სიდნეის უნივერსიტეტის მონაცემებით, ხანძრის შედეგად, მილიონამდე ცხოველი დაიღუპა. ზოგიერთ ადგილებში ხანძარი იმდენად ძლიერია, რომ მასთან სიმაღლიდან ბრძოლა შეუძლებელი ხდება.

კანბერას მახლობლად, ტყის ხანძრის გამო, ადგილობრივი ხელისუფლება იძულებული გახდა, დედაქალაქის აეროპორტი დროებით დაეხურა.


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system