თავში

ავსტრალიაში ხანძრის ჩასაქრობად ორ დღეში 20 მილიონი შეგროვდა

ავსტრალიაში ხანძრის ჩასაქრობად ორ დღეში 20 მილიონი შეგროვდა
ავსტრალიაში ხანძრის ჩასაქრობად ორ დღეში 20 მილიონი შეგროვდა

ავსტრალიაში, ახალი სამხრეთ უელსის შტატში, ტყის ხანძრების საბრძოლველად ინტერნეტკამპანია შეიქმნა, რომელის ფრაგლებში 48 საათის განმავლობაში 20 მილიონი დოლარი შეგროვდა. 

კამპანიის ინიციატორი ავსტრალიელი კომიკოსი, სელესტე ბარბერსი იყო, რომელმაც 3 იანვარს სოციალურ ქსელში მოუწოდა მსოფლიოს ავსტრალიას ხანძრის ჩაქრობაში დახმარებოდა. სტიქიის გამო, მსახიობის ოჯახს, ახალი სამხრეთ უელსის შტატის ქალაქ იდენში თავისი სახლის დატოვება მოუწია. 

კამპანიას უამრავი ადამიანი გამოეხმაურა. მათ შორის, ამერიკელი მომღერალი ფინქი და მსახიობი ნიკოლ კიდმანი. ტყის ხანძრები ავსტრალიაში სექტემბრიდან მძვინვარებს . სტიქიას 24 ადამიანი ემსხვერპლა. განადგურდა 1500-ზე მეტი სახლი და 5 მილიონი ჰექტარი ტყე. ხანძრებს დაახლოებით ნახევარი მილიარდი გარეული ცხოველი ემსხვერპლა.

ავსტრალიაში ამჟამად ცეცხლის 200-ზე მეტი აქტიური კერაა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system