
ავსტრალიის მეტეოროლოგებმა ქვეყანაში ამ კვირის განმავლობაში მეორე ტემპერატურული რეკორდი დააფიქსირეს. 18 დეკემბერს ჰაერის ტემპერატურამ 41,9 გრადუს ცელსიუსი შეადგინა, რაც სამშაბათის, 17 დეკემბრის მაჩვენებელს 1 გრადუსით აღემატება.
17 დეკემბერს ავსტრალიაში ჰაერის ტემპერატურამ ცელსიუსის შკალაზე 40.9 გრადუსს მიაღწია.
მანმადე, ყველაზე მაღალი ტემპერატურა, 40.3 გრადუსი, ქვეყანაში 2013 წლის 7 იანვარს დაფიქსირდა.
Based on preliminary analysis, yesterday, Australia recorded its hottest day on record. The nationally-averaged maximum daytime temp was 41.9 C exceeding the record set on Tuesday, 40.9 ºC. You can view the top ten highest daily maximum temps here: https://t.co/Cdqm9vD1cI pic.twitter.com/DRDK9LAvrg
— Bureau of Meteorology, Australia (@BOM_au) December 19, 2019
ავსტრალიაში ტყის მასშტაბური ხანძრები ახალი ძალით მძვინვარებს. ქალაქ სიდნეისა და ახალი სამხრეთ უელსის შტატში ხელისუფლებამ ერთკვირიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.