თავში

ავსტრალიაში რბოლის დროს მანქანამ ადამიანი მოკლა

​ავსტრალიაში რბოლის დროს მანქანამ ადამიანი მოკლა
ავსტრალიაში რბოლის დროს მანქანამ ადამიანი მოკლა

ავსტრალიის ჩრდილოეთ ნაწილში, უდაბნოში, რბოლის დროს, ავტომობილი მაყურებლებში შევარდა. ინციდენტის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 2 დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი პოლიცია ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამართალდამცავები Finke Desert Race-ზე დამსწრეებს დაკითხვაზე იბარებს.

გარდაცვლილია 60 წლის მამაკაცი, კიდევ ერთი, 50 წლის მაყურებელი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მისი მდგომარეობა მძიმეა. ამასთან, მძღოლი ქალი მსუბუქად დაშავდა.

შეგახსენებთ, დღეს აშშ-ის შტატ ტეხასში, რბოლის დროს, ავტომობილი ხალხში შევარდა. ინციდენტის შედეგად 29 ადამიანი დაშავდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system