თავში

აზერბაიჯან-ირანის საზღვარზე ორი აზერბაიჯანელი მესაზღვრე დაიღუპა

აზერბაიჯან-ირანის საზღვარზე ორი აზერბაიჯანელი მესაზღვრე დაიღუპა
აზერბაიჯან-ირანის საზღვარზე ორი აზერბაიჯანელი მესაზღვრე დაიღუპა

15 მაისს, აზერბაიჯანის დროით 16:00 საათზე, სამმა უცნობმა პირმა აზერბაიჯან-ირანის სახელმწიფო საზღვარი დაარღვია და მესაზღვრეებს ცეცხლი გაუხსნა. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია წერს. 

მედიის ცნობით, ინციდენტი "გიოიტეპის" სასაზღვრო პოსტზე მოხდა, რომელიც  იარდიმლინის რაიონის სოფელ გენდარასთან მოხდა. 

უცნობი პირები მესაზღვრეების მითითებას არ დაემორჩილნენ და ცეცხლი გახსნეს, რის შედეგადაც 2 აზერბაიჯანელი მესაზღვრე დაიჭრა.

დაზარალებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მათი გადარჩენა ვერ მოახერხეს.

სამართალდამცავებმა შემთხვევის ადგილზე დაახლოებით 10 კგ ნარკოტიკული ნივთიერება აღმოაჩინეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system