თავში

აზერბაიჯანი აცხადებს, რომ სომხურმა მხარემ მათი ორი სამხედრო დაჭრა

​აზერბაიჯანი აცხადებს, რომ სომხურმა მხარემ მათი ორი სამხედრო დაჭრა
აზერბაიჯანი აცხადებს, რომ სომხურმა მხარემ მათი ორი სამხედრო დაჭრა

სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა სახელმწიფო საზღვრის ქალბაჯარისა და ლაჩინის მონაკვეთებზე ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი პროვოკაცია მოახდინეს, - ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

უწყების ცნობით, სომეხმა სამხედროებმა სხვადასხვა კალიბრის მცირე ზომის იარაღი და ყუმბარმტყორცნები გამოიყენეს.

"შედეგად, წინასწარი მონაცემებით, აზერბაიჯანის არმიის ორი სამხედრო მოსამსახურე დაშავდა. დაშავებულებს სასწრაფოდ პირველადი დახმარება აღმოუჩინეს. ამ დროისთვის მათ სიცოცხლეს არაფერი ემუქრება“, - განაცხადეს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ სასწრაფო სამხედრო ოპერაცია ჩაატარა, რომლის შედეგად სომეხი სამხედროები განაიარაღეს და დააკავეს.

"აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფები სომხური მხარის პროვოკაციების აღსაკვეთად ადეკვატურ ზომებს იღებენ“, - აღნიშნულია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system