თავში

აზერბაიჯანი და სომხეთი სატრანსპორტო და ენერგეტიკული დერეფნების გახსნაზე მუშაობენ - ჩავუშოღლუ

​აზერბაიჯანი და სომხეთი სატრანსპორტო და ენერგ
აზერბაიჯანი და სომხეთი სატრანსპორტო და ენერგეტიკული დერეფნების გახსნაზე მუშაობენ - ჩავუშოღლუ

აზერბაიჯანი და სომხეთი რეგიონში სატრანსპორტო და ენერგეტიკული დერეფნების გახსნაზე მუშაობენ. თურქეთი ამას მხარს უჭერს, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ თურქეთ-რუმინეთის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მე-10 სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ანკარა მხარს უჭერს ერევნისა და ბაქოს ნაბიჯებს ამ მიმართულებით.

მინისტრმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის მიერ მისი მიწების ოკუპაციისგან გათავისუფლებით გაჩნდა საშუალება სტაბილურობის, მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის.

რეგიონში სატრანსპორტო და ენერგეტიკული დერეფნების გახსნაზე მოლაპარაკებების გამართვის მიზნით აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის ვიცე-პრემიერების დონეზე სამუშაო ჯგუფი მუშაობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system