თავში

აზერბაიჯანი, საქართველო და თურქეთი სამმხრივ საბაჟო კომიტეტს ქმნიან

​აზერბაიჯანი, საქართველო და თურქეთი სამმხრივ საბაჟო კომიტეტს ქმნიან
აზერბაიჯანი, საქართველო და თურქეთი სამმხრივ საბაჟო კომიტეტს ქმნიან

აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის მთავრობები საბაჟო საკითხებზე სამმხრივი კომიტეტს ქმნიან. პროტოკოლს, რომელიც 2021 წლის 8 ოქტომბერს ქალაქ იზმირში გაფორმდა, ხელი აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა მოაწერა. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ამ დადგენილების 1-ლი ნაწილით განსაზღვრული ოქმის ძალაში შესვლის შემდეგ აზერბაიჯანის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტმა მისი დებულებების შესრულება უნდა უზრუნველყოს.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქართულ და თურქულ მხარეს პროტოკოლის ძალაში შესვლისთვის აუცილებელი შიდა პროცედურების შესრულების შესახებ შეტყობინებას გაუგზავნის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system