თავში

აზერბაიჯანის არასამთავრობოები ბაიდენის პოზიციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ

​აზერბაიჯანის არასამთავრობოები ბაიდენის პოზიციასთან დაკავშირებით გა
აზერბაიჯანის არასამთავრობოები ბაიდენის პოზიციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ

აზერბაიჯანის არასამთავრობო ორგანიზაციებმა აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მიერ ე.წ. "სომხების გენოციდის" აღიარებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს და მისი სიტყვები მკაცრად დაგმეს. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია წერს.

”ისტორიული ფაქტები ადასტურებს, რომ იმ დროს ანატოლიაში არანაირი გენოციდი არ ყოფილა. შემთხვევითი არ არის, რომ "სომხების გენოციდი" არცერთ საერთაშორისო სასამართლოს უღიარებია", - ნათქვამია აზერბაიჯანის არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში.

შეგახსენებთ, 24 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ოსმალეთის იმპერიის მიერ პირველი მსოფლიო ომის დროს სომეხი მოსახლეობის გენოციდი ოფიციალურად აღიარა. აღნიშნულთან დაკავშირებით, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აშშ-ის ელჩი დაიბარეს.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ანკარა უარყოფს აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებას ოსმალეთის იმპერიის მიერ სომხების გენოციდის აღიარების შესახებ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system