თავში

აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

​აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

აგრესორი სომხეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა აზერბაიჯანის სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ ტერორისტულ ქმედებებს განაგრძობს და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს არღვევს, - ამის შესახებ აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული.

"სომხეთის შეიარაღებული ძალები მძიმე დარტყმების განხორციელებას აგრძელებენ მჭიდროდასახლებულ რაიონებზე - რაიონულ და სოფლის ცენტრებზე, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე, საავადმყოფოებზე, სამედიცინო ცენტრებზე, სკოლის შენობებზე, საბავშვო ბაღებზე, ადმინისტრაციულ შენობებსა და სხვა სამეურნეო დანიშნულების პუნქტებზე", - აღნიშნულია განცხადებაში.

აზერბაიჯანის გენერალურ პროკურატურაში აცხადებენ, რომ ქალაქ ტერტერის ავტოსადგურზე სომხეთის მიერ გაშვებული ჭურვის ჩამოვარდნის შედეგად 1982 წელს დაბადებული ზაბილ მაჰამედ ოღლი ჰასანოვი დაიღუპა.

ტერტერის რაიონში მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე რამდენიმე მუხლით დაიწყო.

"ამჟამად პროკურატურის ორგანოების თანამშრომლები ბრძოლის პირობებში ყველა შესაძლო ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებებს ახორციელებს", - აღნიშნულია განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system