თავში

აზერბაიჯანის პოლიტიკური პარტიები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

​აზერბაიჯანის პოლიტიკური პარტიები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
აზერბაიჯანის პოლიტიკური პარტიები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

მთიანი ყარაბაღის საკითხისადმი საფრანგეთის პოზიციასთან დაკავშირებით აზერბაიჯანში მოქმედმა პოლიტიკურმა პარტიებმა განცხადება გაავრცელეს.

"30 სექტემბერს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ლატვიის დედაქალაქ რიგაში, სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტსა და ფრონტზე მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას, არასერიოზული განცხადებები გააკეთა, რომლებიც სინამდვილეს არ შეესაბამება. ამის შემდეგ, ისეთი სახელმწიფოს პრეზიდენტმა, როგორიც საფრანგეთია, ყალბი ინფორმაციისა და უსაფუძვლო ჭორების საფუძველზე ჩვენს ქვეყანას ცილი დასწამა. ამ განცხადებებმა აზერბაიჯანის საზოგადოების მკვეთრი პროტესტი გამოიწვია და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ საფრანგეთი, როგორც ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყანა, ნეიტრალური ვერ იქნება.

თავად საფრანგეთი არის ქვეყანა, რომელმაც 1993 წელს ხმა მისცა გაეროს უსაფრთხოების საბჭოს ოთხ ცნობილ რეზოლუციას აზერბაიჯანის ოკუპირებული ტერიტორიებიდან სომხური ჯარების გაყვანის შესახებ.

დღეს საფრანგეთი არ განასხვავებს დამპყრობელ სომხეთსა და ოკუპირებულ აზერბაიჯანს და ოკუპანტ სომხეთს მიკერძოებულად იცავს.

საფრანგეთი ოკუპანტ სომხეთს უჭერს მხარს, ის ობიექტური არ არის, ის ოკუპანტის გვერდითა და შუამავლის მისიას არ ასრულებს. ამიტომ აუცილებელია საფრანგეთის მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეობიდან გამორიცხვის საკითხზე მსჯელობა.

ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ შუამავალი ნეიტრალური და სამართლიანი უნდა იყოს. აზერბაიჯანი აწარმოებს სამამულო ომს ოკუპანტის წინააღმდეგ. ჩვენი ქვეყანა სომხეთის მიერ ოკუპირებული მიწების განთავისუფლებაში ყველა შემთხვევაში საერთაშორისო სამართალს ემყარება, " - ნათქვამია აზერბაიჯანში მოქმედი პოლიტიკური პარტიების განცხადებაში.

აზერბაიჯანული პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებიაცხადებენ, რომ საერთაშორისო ღირებულებებთან მიდგომა ერთგვაროვანი უნდა იყოს და საფრანგეთმა ობიექტური პოზიცია უნდა დაიკავოს, ან  ეუთო-ს ფორმატი დატოვოს. "ჩვენი საქმე სამართლიანია. ყარაბაღი - აზერბაიჯანია", ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას აზერბაიჯანში მოქმედი 50 პოლიტიკური პარტია აწერს ხელს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system