თავში

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობები რეგიონში არსებულ დაძაბულობაში თურქეთის მონაწილეობის შესახებ სიცრუეა და პროვოკაციულ ხასიათს ატარებს, - ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"რაც შეეხება თურქეთის როლს, გვინდა ხაზი გავუსვათ, რო თურქეთი მხარს უჭერს რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხს, ასევე საერთაშორისო სამართლის პრინციპებს პატივს სცემს, თურქეთი მხარს უჭერს სომხურ-აზერბაიჯანული მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებას საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების თანახმად, კერძოდ დოკუმენტებით, რომლებიც საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ არის მიღებული, მათ შორის გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციით.

როდესაც ვსაუბრობთ დეზინფორმაციაზე, თურქეთის შეიარაღებული ძალების "F-16-ის" მიერ სომხეთის შეიარაღებული ძალების ავაგამანადგურებელ "სუ-25-ის"  სავარაუდო ჩამოგდების შესახებ, ეს კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ სომხეთს ყალბი ფაქტების გავრცელების გზით კონფლიქტში მესამე მხარეების ჩათრევა სურს. როგორც ჩანს, მატყუარა და აბსურდული განცხადებებით, სომხური მხარე ცდილობს, საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება გადაიტანოს თავისი აგრესიული პოლიტიკისა და სამხედრო დანაშაულებებიდან, რასაც დღემდე აზერბაიჯანის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ახორციელებს", - აღნიშნულია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system