თავში

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 3 სექტემბერს არალეგალურმა სომხურმა დაჯგუფებებმა ცეცხლი გახსნეს ქალაქ შუშაში განთავსებული აზერბაიჯანული პოზიციების მიმართულებით, სადაც ასევე რუსი ჯარისკაცები არიან განლაგებული.

სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანულმა მხარემ შესაბამისი ზომები მიიღო, რის შედეგადაც სომხურმა მხარემ დანაკარგები განიცადა.

ინციდენტის შესახებ აზერბაიჯანულმა მხარემ რუსი სამხედროების სამეთაურო შტაბს და რუსეთ-თურქეთის მონიტორინგის ცენტრს მიაწოდა ინფორმაცია.

სამინისტროს განცხადებით, მსგავსი სახის პროვოკაციული ქმედების წინააღმდეგ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის კანონმდებლობის ფარგლებში, შესაბამისი ზომები იქნება მიღებული. სომხურ მხარეს აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system