თავში

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს - განახლებულია

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს - განახლებულია

სომხეთის შეიარაღებული ძალების ტერტერისა და გერანბოის რაიონებს ინტენსიურად ბომბავს, - ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ფრონტის სხვადასხვა მიმართულებით, აზერბაიჯანის არმიის ნაწილებმა სომხეთის შეიარაღებული ძალების 4 BM-21 "გრადი" გაანადგურეს.

-11:20-

აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სომხეთის არმიის თვითმფრინავი "სუ-25" ჩამოაგდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სომხეთის შეიარაღებული ძალები სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის ზანგილანის მონაკვეთზე იერიშის განხორციელება სცადეს. ბრძოლების დროს, სომხურმა მხარემ 30-მდე სამხედრო მოსამსახურე დაკარგა და იძულებული გახდა უკან, სომხეთის ტერიტორიაზე დაეხია.

-09:36-

1 ნოემბრის დღისით და 2 ნოემბრის ღამით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა სხვადასხვა იარაღიდან, მათ შორის არტილერიისა და რაკეტების მეშვეობით, აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფების პოზიციებზე ფრონტის სხვადასხვა მიმართულებით და დასახლებულ პუნქტებს ცეცხლი გაუხსნეს, - ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, საბრძოლო მოქმედებები ძირითადად გრძელდებოდა ფრონტის აღდამის, ხოჯავენდისა და გუბადლის მიმართულებით.

მოწინააღმდეგის თავდასხმის მცდელობები აღკვეთილ იქნა, მან უკან დაიხია, და დანაკარგები განიცადა. უწყების ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებული ძალების იარაღის, საბრძოლო მასალებისა და საკვების მარაგები იწურება. იგრძნობა საავტომობილო და სხვა სამხედრო ტექნიკის სათადარიგო ნაწილების დეფიციტი.

"დღის განმავლობაში ფრონტის სხვადასხვა მიმართულებით განადგურდა და მწყობრიდან გამოვიდა დიდი რაოდენობით ცოცხალი ძალის, 4 BM-21 "გრადი", 10 სხვადასხვა ტიპის ქვემეხი, 3 სატვირთო მანქანა საბრძოლო მასალებით და 5 ერთეული საავტომობილო ტექნიკა.

ამჟამად ჩვენი ჯარები ოპერატიულ ვითარებას აკონტროლებენ", - აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, უწყების ინფორმაციით, საარტილერიო ცეცხლი გახსნილია აღდამის და აღჯაბედის რაიონების მიმართულებით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system