თავში

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - განახლებულია

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - განახლებულია
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - განახლებულია

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, 24 ოქტომბერს, 15:25 საათზე, აზერბაიჯანის საჰაერო თავდაცვის ქვედანაყოფებმა  სომხეთის შეიარაღებული ძალების კუთვნილი უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს, რომელიც  აგდერინის რაიონის მიმართულებით გადაადგილდებოდა.

-16:04-

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 24 ოქტომბერს, აზერბაიჯანის საჰაერო ძალებმა, გუბადლის რაიონში,  სომხეთის საჰაერო ძალების საბრძოლო თვითმფრინავი ჩამოაგდეს. 

-14:39-

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებული ძალები, რომლებიც სახელმწიფო საზღვრის სიახლოვეს, კერძოდ გორისისა და გაფანის რაიონებში არიან განლაგებულნი,  აზერბაიჯანის ტერიტორიებს, ლაჩინისა და გუბადლის რეგიონებს ბომბავენ. 

"მათი მიზანი სომხეთის მიმართულებით ცეცხლის გახსნისკენ აზერბაიჯანის ჯარის პროვოცირებაა", - აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში.

-10:15-

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 23-24 ოქტომბრის  განმავლობაში აგდერეს, ხოჯავენდის, ფიზულის, ჰადრუთისა და გუბადლის რაიონებში საომარი მოქმედებები განსხვავებული ინტენსივობით გრძელდებოდა. 

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების ცნობით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა აზერბაიჯანის თავდაცვის პოზიციებს მცირე ზომის იარაღიდან, ნაღმსატყორცნიდან და ქვემეხიდან ესროლა. 

"სომხეთის შეიარაღებული ძალების ნაწილებს, რომლებმაც ვერ შეძლეს წინააღმდეგობის გაწევა ხოჯავენდის, ფიზულისა და გუბადლის რაიონებში, ცეცხლის შედეგად სერიოზული ზიანი მიადგათ.  ზოგიერთი მიმართულებით, სომხეთის შეარაღებულმა ძალებმა მიატოვეს პოზიციები და უკან დაიხიეს. კონტროლის ქვეშ მოექცა ძირითადი კომუნიკაციები, განადგურდა მტრის რამდენიმე საყრდენი პუნქტი და განთავისუფლდა მნიშვნელოვანი სიმაღლეები.

ამჟამად საბრძოლო მოქმედებები ფრონტის მთელ სიგრძეზე გრძელდება", - ნათქვამია აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების განცხადებაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system