თავში

აზერბაიჯანში "საუკუნის ქონტრაქტის" ხელმოწერის 27 წლისთავი აღინიშნება

აზერბაიჯანში "საუკუნის ქონტრაქტის" ხელმოწერის 27 წლისთავი აღინიშნება
აზერბაიჯანში საუკუნის ქონტრაქტის ხელმოწერის 27 წლისთავი აღინიშნება

20 სექტემბერს აზერბაიჯანში "საუკუნის კონტრაქტის" ხელმოწერის 27 წლისთავი აღინიშნება.

კონტრაქტს ხელი 1994 წლის 20 სექტემბერს გიულისტანის სასახლეში, ბაქოში, 11 მსხვილი კომპანიის მიერ მოეწერა. ესენი არიან 8 ქვეყნის წარმომადგენლები, რომლებიც ნავთობის წარმოებაზე სპეციალიზირდებიან.

„საუკუნის კონტრაქტი“ რატიფიცირებულ იქნა მილი მეჯლისის მიერ და ძალაში შევიდა 1994 წლის 12 დეკემბერს. კონტრაქტის ფარგლებში შემოსავლების 80% რჩება აზერბაიჯანს, ხოლო დანარჩენი 20% საინვესტიციო კომპანიებს.

კონტრაქტის თანახმად კასპიის ზღვაში სამი სანავთობო ველის „აზერი“, „ჩირაგისა“ და „გიუნაშლის“ დამუშავება განხორციელდა. გამომდინარე იქიდან, რომ პროექტი დიდი მნიშვნლობით გამოირჩეოდა, მიიღო „საუკუნის კონტრაქტის“ სახელწოდება. ის შევიდა ყველაზე მსხვილი შეთანხმებების სიაში, როგორც ნახშირწყალბადების მარაგის რაოდენობის მხრივ, ასევე ინვესტიციების მთლიანი მოცულობის თვალსაზრისით.

საუკუნის კონტრაქტში წარმოდგენილი იყო 13 კომპანია (ამოკო, BP, მაკდერმოტი, იუნიკალი, სოკარი, ლუკოილი, სტატოილი, ეკსონი, თურქიშ პეტროლიუმი, პენზოილი, იტოჩუ, რემკო, დელტა) 8 ქვეყნიდან (აზერბაიჯანი, თურქეთი, აშშ, იაპონია, დიდი ბრიტანეთი, ნორვეგია, რუსეთი და საუდის არაბეთი). მოცემულმა კონტრაქტმა დაუდო საფუძველი 26 ხელშეკრულების ხელმოწერას 41 სანავთობო კომპანიასთან 19 ქვეყნიდან.

2001 წლის 16 აგვისტოს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ჰეიდარ ალიევმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, „საუკუნის კონტრაქტის“ ხელმოწერის დღე - 20 სექტემბერი, აღინიშნება, როგორც ნავთობის მუშაკთა დღე აზერბაიჯანში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system