თავში

აზერბაიჯანში სპეციალური საკარანტინო რეჟიმი სექტემბრის ბოლომდე გახანგრძლივდა

აზერბაიჯანში სპეციალური საკარანტინო რეჟიმი სექტემბრის ბოლომდე გახანგრძ
აზერბაიჯანში სპეციალური საკარანტინო რეჟიმი სექტემბრის ბოლომდე გახანგრძლივდა

აზერბაიჯანში, კორონავირუსის ინფექციის პრევენციის მიზნით, სპეციალური კარანტინის რეჟიმი  30 სექტემბრის 00:00 საათამდე გახანგრძლივდება. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში არსებული ოპერატიული შტაბის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ინფექციის დინამიკისა და ამჟამინდელი სანიტარული და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, 2020 წლის 31 აგვისტოდან მკაცრი საკარანტინო რეჟიმი აღარ იმოქმედებს შემდეგ ქალაქებში: ჯალილაბადი, განჯა, მასალი, მინგაჩევირი, ევლახი და ბარდა, გორანბოი, გოიგოლი, ხაჩმაზი და სალიანი.

შეზღუდვები კვლავ ძალაში დარჩება ბაქოში, სუმგაითსა და აფშერონში. მკაცრი საკარანტინო რეჟიმის მქონე ქალაქებსა და რაიონებში შეზღუდულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა.

ქვეყანაში მუშაობას განაახლებენ მუზეუმები და საგამოფენო დარბაზები.

”ვირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად, ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენს მოქალაქეებს, დაიცვან საკარანტინო რეჟიმის მოთხოვნები და მკურნალობის პროფილაქტიკური წესები, შეინარჩუნონ სოციალური დისტანცია და გამოიყენონ სამედიცინო პირბადეები”, - ნათქვამია შტაბის განცხადებაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system