თავში

ბაიდენი და ერდოღანი კავშირების განმტკიცების მექანიზმის შექმნაზე შეთანხმდნენ

ბაიდენი და ერდოღანი კავშირების განმტკიცების მექანიზმის შექმნაზე
ბაიდენი და ერდოღანი კავშირების განმტკიცების მექანიზმის შექმნაზე შეთანხმდნენ

რომში, G20-ის სამიტზე, ჯო ბაიდენი და რეჯეფ თაიფ ერდოღანი შეთანხმდნენ ერთობლივი მექანიზმის შექმნაზე ორმხრივი კავშირების განმტკიცებისა მიზნით.

აშშ-ისა და თურქეთის ლიდერებმა ხაზი გაუსვეს NATO-ს ალიანსისა და სტრატეგიულ პარტნიორობის მნიშვნელობას და დადებითად შეაფასეს კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით გადადგმული ორმხრივი ნაბიჯები.

"პრეზიდენტმა ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავდაცვის საკითხებში პარტნიორობა და თურქეთის, როგორც ნატოს მოკავშირის მნიშვნელობა, თუმცა ბაიდენმა გამოხატა შეშფოთება იმის გამო, რომ თურქეთი ფლობს რუსულ С-400 სისტემებს", - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

ამასთან, ბაიდენსა და ერდოღანს შორის საუბრის თემა ასევე შეეხო სირიის პოლიტიკურ პროცესს, ავღანელებისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას, ლიბიაში ჩასატარებელ არჩევნებს, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში არსებულ ვითარებასა და სამხრეთ კავკასიაში დიპლომატიურ ძალისხმევას.

ამერიკელმა ლიდერმა თურქ კოლეგასთან შეშფოთება გამოხატა თურქული მხარის მიერ რუსული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა S-400-ის ქონაზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system