თავში

ბაიდენი ოქტომბრის ბოლოს G20-ის სამიტს დაესწრება

​ბაიდენი ოქტომბრის ბოლოს G20-ის სამიტს დაესწრება
ბაიდენი ოქტომბრის ბოლოს G20-ის სამიტს დაესწრება

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ოქტომბრის ბოლოს G20-ის სამიტს დაესწრება, რომელიც რომში გაიმართება. ინფორმაციას Axios ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ბაიდენის ვიზიტი ევროპაში არსებული პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე მნიშვნელოვანია. ცნობისთვის, აშშ, დიდი ბრიტანეთი და ავსტრალია უსაფრთხოების სფეროში სამმხრივ პარტნიორობას ქმნიან, რომელიც ჩინეთისადმი წინააღმდეგობის გასაწევად იქნება მიმართული. სამმხრივი ხელშეკრულების გამო, ავსტრალიამ საფრანგეთთან გაფორმებული ხელშეკრულება გააუქმა. პარიზმა ამას "ზურგში დანის ჩარტყმა“ უწოდეს. გაფორმებული სამმხრივი შეთანხმების გამო, საფრანგეთმა კონსულტაციებისთვის აშშ-დან ელჩი გაიწვია.

გავრცელებული ცნობით, ბაიდენი მსოფლიო ლიდერებს შეხვდება და სხვადასხვა აქტუალურ საკითხებს - ჩინეთის გავლენიდან კოვიდპანდემიამდე - განიხილავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system