თავში

ბაიდენმა და პუტინმა ტელეფონით ისაუბრეს

ბაიდენმა და პუტინმა ტელეფონით ისაუბრეს
ბაიდენმა და პუტინმა ტელეფონით ისაუბრეს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და რუსეთის ლიდერმა, ვლადიმერ პუტინმა სატელეფონო საუბარი გამართეს. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

საუბარი 50 წუთს გაგრძელდა.

ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინის კრიზისის გამო რუსეთისთვის სანქციების დაწესება “კოლოსალური შეცდომა იქნება” და აშშ-რუსეთის ურთიერთობებს მნიშვნელოვნად დააზარალებს. თავის მხრივ ჯო ბაიდენმა კი აღნიშნა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრას აშშ-სა და მისი მოკავშირეების სერიოზული ნაბიჯები მოჰყვება.

ეს რიგით მეორე მოლაპარაკება იყო, რომელიც ჯო ბაიდენსა და ვლადიმერ პუტინს შორის დეკემბერში შედგა. სატელეფონო ზარი რუსეთის ინიციატივით განხორციელდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system